როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

ამინდი შემოდგომა

10 ნოემბერს ქუთაისში უნალექო ამინდი იქნება, დღისით +25 და ღამით 14 გრადუსია მოსალოდნელი.

მზეა ოზურგეთშიც, დღისით +25 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +12. ბათუმშიც მზიანი ამინდი იქნება, დღისით ჰაერი +25 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +16 გრადუსი დაფიქსირდება.

უნალექო ამინდია მოსალოდნელი ფოთში. დღისით +25 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +16 გრადუსია მოსალოდნელი. მზიანი ამინდი იქნება ზუგდიდში, დღისით ტემპერატურა +24, ღამით კი +12 გრადუსია ნავარაუდევი.

მზიანი დღეა სოხუმში. +24 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +14 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში უნალექო ამინდია ნავარაუდევი, დღისით +18 გრადუსი იქნება, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში მზიანი ამინდია, ჰაერი +24 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება.

უნალექო ამინდია ჭიათურაში, დღისით +22 გრადუსი, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში მზიან დღეს ვარაუდობენ. დღისით ჰაერი +22 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა -1 გრადუსი იქნება.

ბორჯომშიც უნალექო დღეა, +21 იქნება დღისით, ღამით კი 3 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი ამინდია მოსალოდნელი ბაკურიანშიც, დღისით +16 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -1 გრადუსი დაფიქსირდება.

უნალექო ამინდს ელოდებიან გორში, დღისით +21 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი 0 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი ამინდი იქნება ცხინვალშიც, ჰაერის ტემპერატურა +20 გრადუსი იქნება, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურშიც მზიანი ამინდი იქნება, დღის განმავლობაში 12 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -1 გრადუსი იქნება. ომალოშიც მზიანი ამინდი იქნება, დღისით +13, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში მზიან დღეს ელოდებიან. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +20 გრადუსი იქნება, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება. უნალექო დღე იქნება თელავშიც, +19 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +6 გრადუსია ნავარაუდევი.

მზიან ამინდს ვარაუდობენ გურჯაანშიც. დღისით +20 გრადუსი, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში უნალექო ამინდს ელოდებიან, დღისით +17 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +7 გრადუსი დაფიქსირდება.

მზიანი დღეა მოსალოდნელი რუსთავში, დღისით +21 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისში მზიანი დღე იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +7 გრადუსი იქნება.