1762717258
ევროკავშირის ქვეყნების საზღვრებზე შესვლა-გასვლის წესი იცვლება - რას ნიშნავს EES-ი და ETIAS-ი?
ევროკავშირის ქვეყნების საზღვრებზე შესვლა-გასვლის წესი იცვლება.
EES-ი ეტაპობრივად ინერგება როგორც სახმელეთო, ისე საჰაერო სასაზღვრო პუნქტებში.
ეს არის ბიომეტრიული შემოწმება, რა დროსაც მგზავრი ვალდებულია საზღვარზე გადაიღოს ფოტო და დატოვოს თითის ანაბეჭდები. ინფორმაცია ციფრულ ფაილად შეინახება, პროცედურების გავლის შემდეგ კი ელექტრონული მოწყობილობა საზღვარზე პასპორტის ხელით დაშტამპვას ჩაანაცვლებს.
სიახლე ეხება ევროკავშირის არაწევრი სახელმწიფოების იმ მოქალაქეებს, რომლებიც ევროკავშირში ვიზის გარეშე მოგზაურობენ.
ცვლილების საფუძველზე, სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე, მესაზღვრის ნაცვლად, მონაცემებს შეამოწმებს ელექტრონული მოწყობილობა.
სიახლის მიზანი როგორც უსაფრთხოების ზომების გამკაცრება, ისე საზღვრის კვეთის პროცესის დაჩქარება და გამარტივებაა.
ახალი სისტემა ინფორმაციას შეინახავს მოგზაურობის ვადების ან სხვა დარღვევის შესახებაც. ციფრულად შეგროვებული მონაცემები პროგრამაში სამი წლის განმავლობაში დარჩება, რომელთა გამოყენებასაც შეძლებენ სავიზო და იმიგრაციის უწყებები, ასევე - ადგილობრივი პოლიცია და "ევროპოლი". ისეთი მოქალაქეების უკან დაბრუნებაზე, რომლებსაც ამა თუ იმ მიზეზით არ მიეცათ ევროკავშირის კონკრეტულ ქვეყანაში შესვლის უფლება, პასუხისმგებლობა ეკისრება ამკრძალავ ქვეყანას.
მას შემდეგ, რაც EES-ი სრულად ამუშავდება, ამოქმედდება ETIAS-იც - ანუ ევროპაში მოგზაურობის შესახებ ინფორმაციისა და ავტორიზაციის სისტემა, რაც გულისხმობს მოგზაურობამდე ETIAS-ის ონლაინპლატფორმაზე რეგისტრაციას, მონაცემების დამუშავების შემდეგ კი - მგზავრობის უფლებას.
ETIAS-ის შევსება ფასიანია და მისი ღირებულება 7-დან 20 ევრომდე იქნება. თუმცა ეს 3-წლიანი მოსაკრებლის თანხაა. მგზავრობის უფლებას კი სისტემა უკან დააბრუნებს არაუგვიანეს 72 საათია.
არაწევრი ქვეყნების მოქალაქეებისთვის ევროკავშირში შესვლა-გასვლის ახალი წესი შენგენის ზონაში ეტაპობრივად ინერგება. EES-ი და ETIAS-ი მთელ კონტინენტს 2026 წლის ბოლომდე დაფარავს.











