ირანის ბირთვულ ობიექტზე ახალი ინფორმაცია ვრცელდება
1751132633
ილონ მასკის კომპანიამ Tesla ტეხასში უპილოტო რობოტაქსი აამუშავა. საუბარია სულ ორიოდე ათეულ Model Y-ის ელექტრომობილზე, რომლებიც ოსტინის ერთ-ერთ პატარა უბანში მუშაობენ.
თუ მგზავრი დანიშნულების წერტილად ამ ზონის ფარგლებს გარეთ მდებარე ადგილს მიუთითებს, ტაქსი მას მხოლოდ ზონის საზღვრამდე მიიყვანს. მანქანის გამოძახება შესაძლებელია დილის 6 საათიდან შუაღამემდე, თუმცა მოქმედებს დამატებითი შეზღუდვებიც. მაგალითად, რობოტაქსი არ მუშაობს ცუდ ამინდში და მის მარშრუტზე არ უნდა იყოს არც ავტომაგისტრალები და არც რთული გზაჯვარედინები.
რობოტაქსების მართვისთვის გამოიყენება კამერებისა და ხელოვნური ინტელექტისგან შემდგარი სისტემა, რომელიც გზაზე არსებულ ვითარებას აანალიზებს.
ამასთან მასკის რობოტაქსი ბოლომდე უპილატო არ არის - ამ ეტაპზე ყოველ ავტომობილში Tesla-ს თანამშრომელი ზის, რომელიც უსაფრთხოებას აკონტროლებს.
მედიაში წერენ, რომ პროექტის ტესტირების პროცესში Tesla თავის მხარდამჭერ ინფლიუენსერებს იყენებს. ამასთან, უკვე დაფიქსირდა არაერთი შემთხვევა, როდესაც რობოტაქსი მოძრაობის წესებს არღვევს, არ ითვალისწინებს საგზაო ნიშნებს.
შესაბამისი სააგენტოები ამ ინციდენტების შესახებ ინფორმირებულები არიან და ამ ეტაპზე დამატებით ინფორმაციას აგროვებენ, რათა შეაფასონ რამდენად სერიოზულია დარღვევები.