ჯარიმა 200 ლარი და მინუს 30 ქულა - მნიშვნელოვანი ინფორმაცია მძღოლებს
1778880483
მილიარდერი და პლატფორმა „იქსის“ მფლობელი ილონ მასკი დღეს უნდა გამოცხადდეს საფრანგეთის პროკურატურაში დაკითხვაზე.
„როიტერის“ ცნობით, საქმე მასკის პლატფორმებზე ალგორითმების შესაძლო მიკერძოებას ეხება.
ამ ეტაპზე უცნობია, დაესწრება თუ არა მასკი დაკითხვას.
ამერიკელი მილიარდერი საფრანგეთის პროკურატურaში მას შემდეგ დაიბარეს, რაც თებერვალში პარიზის პროკურატურის კიბერდანაშაულის განყოფილებამ „იქსის“ ოფისში ჩხრეკა ჩაატარა.
გამოძიება, რომელიც თავდაპირველად მონაცემებთან დაკავშირებულ თაღლითობას ეხებოდა, მოგვიანებით გაფართოვდა. მას დაემატა ბრალდებები ბავშვთა პორნოგრაფიის გავრცელებაში თანამონაწილეობასა და რეალური ადამიანების გამოსახულებით შიშველი ფეიკ-ფოტოების შექმნაში.
ივლისში მასკმა უარყო ბრალდებები და გამოძიებას „პოლიტიკურად მოტივირებული“ უწოდა.