ამინდი ისევ გაუარესდება - სინოპტიკოსები მოსახლეობას აფრთხილებენ
1783934968
აზერბაიჯანი ევროპის საბჭოდან მთლიანად რომც გამოვიდეს, ჩვენს ქვეყანაში ამას ვერავინ შეამჩნევს, - განაცხადა ილჰამ ალიევმა შუშაში, გლობალური მედიაფორუმის გახსნა სიტყვით გამოსვლისას. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა და ევროპარლამენტი ბაქოზე უსაფუძვლო თავდასხმებში დაადანაშაულა.
„შეიძლება საბჭოს წევრად დარჩენა სჯობდეს კიდეც, არ ვიცი. ჩვენ არ გვსურს კონფრონტაციაში შესვლა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეისა და ევროპარლამენტის მხრიდან აზერბაიჯანზე რეგულარულ თავდასხმებს ეხება. ვიმეორებ: ისინი ჩვენ წინააღმდეგ დაუსაბუთებელ ნაბიჯებს დგამენ. შეიძლება ითქვას, რომ ეს მათი მხრიდან გარკვეული სახის აკვიატებაა“, - განაცხადა ალიევმა.