„თუ გაქვთ სახლში რკინის ტაფები, ყველა გადაყარეთ” – ექიმ მარინე ძაგნიძის ვიდეომიმართვა
1778706597
ინტენსიური იერიშები უკრაინაზე - ხარკოვზე დრონებით თავდასხმის შედეგად, დაზიანდა ინფრასტრუქტურული ობიექტი, გაჩნდა ხანძარი. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
მანამდე, ოკუპანტებმა იერიში მიიტანეს კრივიო როგზე. დაღუპულია ერთი ოჯახის ორი წევრი, ოთხი დაშავდა, მათ შორისაა მცირეწლოვანი ბავშვი. დაზიანდა და ცეცხლი გაუჩნდა საცხოვრებელ სახლს.
მომხდარს გამოეხმაურა ვოლოდიმირ ზელენსკი. მან საცხოვრებელ სახლზე თავდასხმას "ცინიკური და ყველანაირ სამხედრო აზრს მოკლებული" უწოდა.
ამერიკის პრეზიდენტი კი დარწმუნებულია, რომ უკრაინაში ომი დასასრულს უახლოვდება და რომ მალე მოსკოვსა და კიევს შორის შეთანხმება დაიდება.