1748675716
იემენელი შიიტი „ჰუსიტები“ აცხადებენ, რომ ისრაელის სამოქალაქო თვითმფრინავებზე თავდასხმებს გეგმავენ

იემენელი შიიტი „ჰუსიტები“ აცხადებენ, რომ ისრაელის სამოქალაქო თვითმფრინავებზე თავდასხმებს გეგმავენ. ინფორმაციას ამის შესახებ არაბული მედია ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, მუქარა მას შემდეგ გაისმა, რაც ისრაელის სამხედრო ავიაციამ იემენის დედაქალაქ სანაას აეროპორტში დარჩენილი ბოლო თვითმფრინავი გაანადგურა.
„ჰუსიტების“ წარმომადგენელი მაჰდი ალ-მაშათი აცხადებს, რომ ყველა საერთაშორისო ავიაკომპანიამ, რომელიც კვლავ ასრულებს რეისებს ბენ გურიონის აეროპორტში, დაუყოვნებლივ უნდა შეაჩეროს მარშრუტები, რადგან არსებობს თავდასხმების რისკი. „ჰუსიტების“ წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ ბენ გურიონის აეროპორტი აღარ შეიძლება ჩაითვალოს უსაფრთხოდ.

1 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი
1748719156