სასიხარულო ინფორმაცია მგზავრებისთვის, რომელიც 27 სექტემბრიდან ამოქმედდება
1758227410
იემენელი „ჰუსიტების“ მიერ გაშვებული უპილოტო აპარატი ისრაელის ქალაქ ეილათში სასტუმროს შესასვლელს შეეჯახაიემენელი „ჰუსიტების“ მიერ გაშვებული უპილოტო აპარატი ისრაელის ქალაქ ეილათში სასტუმროს შესასვლელს შეეჯახა.
ისრაელის მედიის თანახმად, აპარატის შეჯახებამ მატერიალური ზარალი გამოიწვია, თუმცა არავინ დაშავებულა.
მომდევნო საათებში ისრაელის საჰაერო ძალებმა იემენიდან გაშვებული კიდევ ორი უპილოტო აპარატი ჩამოაგდეს. გასულ საღამოს „ჰუსიტებმა“ ისრაელის მიმართულებით რაკეტა ისროლეს, რის შედეგადაც ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში განგაშის სიგნალები ჩაირთო, თუმცა ისიც ისრაელის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს.
ქვეყნის სამხედროების თქმით, ისრაელის საჰაერო ძალები იძიებენ, თუ რატომ ვერ შეძლეს აპარატის განეიტრალება.
„ჰუსიტებმა“ განაცხადეს, რომ 18 სექტემბერს ისრაელის მიმართულებით რამდენიმე უპილოტო აპარატი გაუშვეს, რომელთაგან სამი ეილათში მდებარე სამიზნეებისკენ იყო მიმართული, ხოლო ერთი – ბერ-შევაში მდებარე სამიზნეზე.