„უდიდესი ტრაგედია დაატყდა თავს...“ - ევროპის ჩემპიონს, ლაშა დგებუაძეს შვილი გარდაეცვალა
1774641220
ჰორმუზის სრუტე მტრის გემებისთვის დახურულია, – ამის შესახებ ირანის რევოლუციური გვარდიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
განცხადების თანახმად, ჰორმუზის სრუტიდან სამი გემი გააბრუნეს, რადგან, გვარდიის ცნობით, მარშრუტი დახურულია ნებისმიერი გემისთვის, რომელიც „მტრად“ მიჩნეულ პორტში მიემგზავრება.
„დღეს დილით, ამერიკის კორუმპირებული პრეზიდენტის ტყუილის შემდეგ, რომელიც ამტკიცებდა, რომ ჰორმუზის სრუტე ღიაა, სხვადასხვა ქვეყნის სამი სატვირთო გემი ირანის რევოლუციური გვარდიის საზღვაო ძალების გაფრთხილების შემდეგ უკან გაბრუნდა. ნებისმიერი გემის მოძრაობა სიონისტურ-ამერიკელი მტრების მოკავშირეთა და მხარდამჭერთა პორტებიდან, ნებისმიერი მიმართულებით და ნებისმიერი დერეფნით, აკრძალულია“, – აღნიშნულია განცხადებაში.