რაზე მიუთითებს ხორცის ხარშვის დროს ქაფი და უნდა მოვაშოროთ თუ არა იგი - სპეციალისტის რჩევა
1766681310
აშშ-ის ომის მდივანი ჰიტ ჰეგსეტი აშშ-ის შეიარაღებული ძალების მიერ ნიგერიაში, „ისლამური სახელმწიფოს“ ობიექტებზე დარტყმას ეხმაურება.
ჰეგსეტის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მანამდეც განაცხადა, რომ ნიგერიასა და სხვა ქვეყნებში უდანაშაულო ქრისტიანების მკვლელობა უნდა დასრულდეს.
„გასულ თვეში პრეზიდენტმა ნათლად განაცხადა, რომ ნიგერიაში (და სხვაგან) უდანაშაულო ქრისტიანების მკვლელობა უნდა დასრულდეს. ომის დეპარტამენტი ყოველთვის მზადაა. ასე რომ, ISIS-მა ამის შესახებ დღეს საღამოს, შობას შეიტყო. კიდევ მეტი იქნება. მადლიერი ვარ ნიგერიის მთავრობის მხარდაჭერისა და თანამშრომლობისთვის. შობას გილოცავთ!“, – წერს პიტ ჰეგსეტი სოციალურ ქსელ X-ზე.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ აშშ-ის შეიარაღებულმა ძალებმა „მძლავრი და სასიკვდილო“ დარტყმები მიიტანეს ნიგერიაში, „ისლამური სახელმწიფოს“ ობიექტებზე. დონალდ ტრამპის განცხადებით, დარტყმები ნიგერიის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, ტერორისტული დაჯგუფების კუთვნილ ინფრასტრუქტურაზე განხორციელდა. მისი თქმით, ნიგერიაში მოქმედი ტერორისტები „მრავალი წლის თუ არა, ასწლეულების განმავლობაში, სასტიკად ხოცავდნენ ხალხს და, პირველ რიგში, უდანაშაულო ქრისტიანებს“. დონალდ ტრამპის განაცხადებით, ტერორისტებს მანამდეც აფრთხილებდა, რომ ხოცვა-ჟლეტას თუ არ დაასრულებდნენ, საფასურის გადახდა მოუწევდათ. ნოემბრის დასაწყისში აშშ-ის პრეზიდენტი აცხადებდა, რომ ნიგერიაში ქმედებების რამდენიმე ვარიანტს განიხილავდა, მათ შორის ქვეყანაში სამხედრო ძალების შეყვანას ან ავიადარტყმებს.