მზად ვარ, ვიმუშაო იმისთვის, რომ ჩვენს თანამოქალაქეებს შეუმსუბუქდეს მაღალი ფასების პრობლემა, არ მაქვს კომპლექსი, მათ შორის, "ოცნების" პოლიტიკურ ჯგუფთან ვითანამშრომლო - ლაშა ფარულავა

ლაშა ფარულავა

"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი, ლაშა ფარულავა პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ინიციატივაზე, სურსათის ფასების შემცირებასთან დაკავშირებით საუბრობს.

"დისტრიბუტორთა ასოციაცია იყო ორგანიზაცია, რომელიც მჭიდროდ თანამშრომლობდა ფინანსთა სამინისტროსთან, არაერთი შეხვედრა იძებნება. კი, ყველა, თუ ვინმე არის არაკეთილსინდისიერი, პასუხი უნდა აგოს.

მე მზად ვარ, ვიმუშაო იმისთვის, რომ ჩვენს თანამოქალაქეებს შეუმსუბუქდეს მაღალი ფასების პრობლემა და არ მაქვს საერთოდ კომპლექსი ამასთან დაკავშირებით, მათ შორის, "ოცნების" პოლიტიკურ ჯგუფთან ვითანამშრომლო," - განაცხადა ლაშა ფარულავამ.