ცნობილია რატომ აღნიშნავენ მართლმადიდებლები შობას 7 იანვარს და არა 25 დეკემბერს
1766605068
თბილისის საქალაქო სასამართლომ “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია, რომელიც თბილისის მერის არჩევნებისას, კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანების ფაქტზეა ბრალდებული, კვლავ პატიმრობაში დატოვა.
სხდომას ბრალდებული ელენე ხოშტარია არ ესწრებოდა.
შეგახსენებთ, სამართალდამცველებმა ელენე ხოშტარია მიმდინარე წლის 15 სექტემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით (სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ერთიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ამ გადაწყვეტილებამდე, თბილისის საქალაქო სასამართლომ დედაქალაქის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანებისთვის ბრალდებულ პოლიტიკოსს, ელენე ხოშტარიას აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000 ლარის ოდენობით საპატიმრო გირაო შეუფარდა.
პოლიტიკოსი საპატიმრო დაწესებულების დატოვებას გირაოს გადახდის შემდგომ შეძლებდა, თუმცა ელენე ხოშტარიამ გირაოს გადახდაზე უარი განაცხადა.