ჰიბრიდული და დრონებით თავდასხმები როგორც მოლდოვის, ისე გერმანიისა და რუმინეთის წინააღმდეგ ხორციელდება - ზელენსკი

ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსეთის არჩევანი ესკალაციის გაგრძელებაა.

მისი თქმით, რუსეთი ჰიბრიდულ ომს ევროპის ქვეყნებთან ერთად NATO-ს წევრი სახელმწიფოების წინააღმდეგაც აწარმოებს.

„ჰიბრიდული და დრონებით განხორციელებული თავდასხმები როგორც მოლდოვის, რომელიც არც NATO-ს და არც ევროკავშირის წევრი არ არის, ისე გერმანიისა და რუმინეთის წინააღმდეგ ხორციელდება“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

✕