1790360798
„მოიმატებს ღრუბლიანობა, წვიმა და ელჭექი...“ - მომდევნო დღეების ამინდის პროგნოზი
26 სექტემბერი, 2026 წ. - შაბათი
დასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ღამით ჩრდილო-მაღალმთიან რაიონებში ზოგან შესაძლებელია ძლიერი. აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +14, +19°, დღისით +24, +29°; მთაში ღამით +13, +18°, დღისით +23, +28°; მაღალ მთაში ღამით +6, +11°, დღისით +21, +26°.
აღმოსავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ღამით ზოგან შესაძლებელია ძლიერი და სეტყვა. აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით +12, +17°, დღისით +22, +27°; მთაში ღამით +9, +14°, დღისით +21, +26°; მაღალმთაში ღამით +5, +10°, დღისით +12, +17°, ზოგან +23°-მდე.
27 სექტემბერი, 2026წ. - კვირა
დასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით უმეტესად უნალექოდ, დღისით ზოგან შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ, დღისით ზოგან ძლიერი 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +13, +18°, დღისით +25, +30°; მთაში ღამით +12, +17°, დღისით +24, +29°; მაღალმთაში ღამით +5, +10°, დღისით +22, +27°.
აღმოსავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ, დღისით ზოგან ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით +12, +17°, დღისით +22, +27°; მთაში ღამით +8, +13°, დღისით +22, +27°; მაღალმთაში ღამით +3, +8°, დღისით +12, +17°, ზოგან +25°-მდე.











