ჰარი სტაილსმა ბერლინის მარათონში მიიღო მონაწილეობა

ჰარი სტაილსი

მომღერალმა ჰარი სტაილსმა 2025 წლის ბერლინის მარათონში ფარულად მიიღო მონაწილეობა. ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ზედმეტი ყურადღების თავიდან ასაცილებლად, არტისტმა საკუთარი სახელით რეგისტრაციაზე უარი თქვა და ფსევდონიმი - სთედ სარანდოსი გამოიყენა, თან ქუდი და სათვალე ეკეთა.

თუმცა 55 ათას მონაწილეს შორის, ვარსკვლავის ამოცნობა მისმა ყველაზე ერთგულმა ფანებმა მაინც შეძლეს. მაგალითად, პარაოლიმპიელმა რიჩარდ უაითჰედმა სტაილზთან ერთად ფოტო გამოაქვეყნა და ხუმრობით დაწერა: „ვინმემ იცის ვინ არის?“

 

31 წლის არტისტმა შთამბეჭდავ შედეგს მიაღწია. 42-კილომეტრიანი დისტანცია 2 საათში, 59 წუთში და 13 წამში დაფარა. მარათონის გამარჯვებული კენიელი საბასტიან სავე გახდა, რომელმაც ფინიშს 2 საათში 2 წუთსა და 16 წამში მიაღწია.

ბერლინის მარათონი, რომელიც Abbott World Marathon Majors-ის ექვს უმსხვილეს მარათონში შედის, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და ცნობილი ღონისძიება