ჰანტავირუსი საკრუიზო ლაინერიდან ევაკუირებულ საფრანგეთის მოქალაქესაც დაუდასტურდა

ჰანტავირუსი

საკრუიზო ლაინერ Hondius-იდან ევაკუირებულ საფრანგეთის მოქალაქეს ჰანტავირუსი აღმოაჩნდა.

საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრმა, სტეფანი რისტმა განაცხადა, რომ ჰანტავირუსზე ტესტმა დადებითი პასუხი აჩვენა ერთ-ერთი მგზავრის შემთხვევაში, რომელიც წინა დღით პარიზში კუნძულ ტენერიფედან გადაიყვანეს. მანამდე ვრცელდებოდა ცნობები, რომ ქალს ვირუსის სიმპტომები გამოუვლინდა. რისტის თქმით, პარიზის ერთ-ერთ საავადმყოფოში ჰოსპიტალიზებული პაციენტის მდგომარეობა ღამის განმავლობაში გაუარესდა.

საერთო ჯამში, ტენერიფედან პარიზში ლაინერის ბორტზე მყოფი საფრანგეთის 5 მოქალაქეა გადაყვანილი.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ ჰანტავირუსი ლაინერის ამერიკელ მგზავრსაც დაუდასტურდა. რამდენიმე საათში კი ვირუსი აშშ-ის კიდევ ერთ მოქალაქეს აღმოაჩნდა.