გაზის მიწოდება 24 საათით შეწყდება - „თბილისი ენერჯის“ გაფრთხილება
1759947174
დაჯგუფება „ჰამასის“ წარმომადგენლის უსამა ჰადმანის განცხადებით, ისრაელი ღაზის სექტორის ყველა ქალაქიდან, მათ შორის რაფაჰიდან, ხან-იუნისიდან და ქალაქ ღაზიდან საკუთარ სამხედროებს გაიყვანს.
მისი თქმით, სამხედროების გაყვანა ხვალ დაიწყება. ამის შემდეგ „ჰამასი“ ტყვეების გათავისუფლების პროცედურას დაიწყებს.
ჰადმანის განცხადებით, რომელიც კატარში იმყოფება და ეგვიპტეში მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებებს არ ესწრებოდა, შეთანხმება 250 არაბი მსჯავრდებულის და ომის დროს 1700 დაკავებული ადამიანის გათავისუფლებასაც გულისხმობს.
ეს არის „ჰამასის“ ოფიციალური წარმომადგენლის პირველი განცხადება სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის შემდეგ.
ჰადმანა არ დააკონკრეტა, იქნებიან თუ არა გათავისუფლებულთა რიგებში მოძრაობა „პალესტინის ეროვნული გათავისუფლებისთვის“ („ფათხის“) ლიდერი მარვან ბარგუთი და ეროვნული ფრონტის ლიდერი აჰმად საადათი, თუმცა აღნიშნა, რომ „ჰამასმა“ ებრაულ მხარეს გასათავისუფლებელ ადამიანთა სია უკვე გადასცა.