„ეს გარდაუვალია“ - გოგა მანიას უახლესი წინასწარმეტყველება
1764185477
ჰონგ-კონგში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 44-მდე გაიზარდა. დაკარგულად ითვლება 280-მდე ადამიანი. მეხანძრეები მრავალსართულიან საცხოვრებელ კომპლექსში გაჩენილი ხანძრის ჩაქრობას ამ დრომდე ცდილობენ.
გავრცელებული ინფორმაციით, საავადმყოფოშია გადაყვანილი 29 პირი, მათგან შვიდის მდგომარეობა კრიტიკულია. საცხოვრებელი კომპლექსი, სადაც ხანძარი გაჩნდა, რვა შენობისგან შედგება და მასში 4 600 ადამიანი ცხოვრობს. მედიის ცნობით, ცეცხლი ტერიტორიაზე მიწისქვეშა სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობისას ხარაჩოებს გაუჩნდა.