„ეს გარდაუვალია“ - გოგა მანიას უახლესი წინასწარმეტყველება
1764185477
საქართველოს ნატოსთან ურთიერთობებში არაფერი დაუკლია, ძალიან ბევრი გააკეთა, ერთადერთი, რაც ამ პროცესს აკლდა და დღესაც აკლია, ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება ნატოს წევრი სახელმწიფოების მხრიდან,- ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.
მინისტრის თქმით, როდესაც ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში კონტრიბუციაზე ვსაუბრობთ, საქართველოს ბევრად უფრო მეტი კონტრიბუცია გააკეთა, ვიდრე მიიღო.
„დღეს ჩვენ ვაკვირდებით ძალიან ბევრ მოვლენას, რომელიც ჩვენს გარშემო ხდება, რომელმაც შეიძლება განსაზღვროს ჩვენი რეგიონის უსაფრთხოების არქიტექტურა.
ჩვენს ხელში რაც არის, ყველაფერი კეთდება და ყველაფერი გაკეთდა. საქართველოს ნატოსთან ურთიერთობებში არაფერი დაუკლია. საქართველომ ძალიან ბევრი გააკეთა. იმისათვის, რომ მომზადებული ყოფილიყო ნატოს წევრობისთვის და ამ
ქვეყნისთვის დაეხურა ნატოს უსაფრთხოების ქოლგა. ყველაფერი გავაკეთეთ, მაქსიმუმია გაკეთებული. ერთადერთი, რაც ამ პროცესს აკლდა და დღესაც აკლია, ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება ნატოს წევრი სახელმწიფოების მხრიდან. ერთადერთი, რაც 2008 წელს აკლდა საქართველოს, ნატოში გაწევრიანების სამოქმედო გეგმა რომ არ მიეცა, ეს იყო ნატოს წევრი სახელმწიფოების მხრიდან პოლიტიკური ნების ნაკლებობა თუ არ არსებობა, თუ შეიძლება არასაკმარისი ნება, მოდით ასე ვთქვათ, რომ საქართველოს ჰქონოდა გაწევრიანების სამოქმედო გეგმა. ეს იყო ერთადერთი და ასე გაგრძელდა. ერთადერთი, რაც ამ პროცესში გვაკლია, ეს არის ნატოს მხრიდან შესაბამისი გადაწყვეტილებები და შესაბამისი პოლიტიკური ნების გამოვლინება. ეს გამოვლენილი იქნება თუ არ იქნება, ამაზე სამწუხაროდ ძალიან დიდი გავლენის მოხდენა დღეს არ შეგვიძლია.
საქართველოს მაქსიმუმი აქვს გაკეთებული იმისათვის, რომ ეს პოლიტიკური ნება საქართველოს სასარგებლოდ ყოფილიყო ამ წლების განმავლობაში. ამდენი არავის არ გაუკეთებია. როდესაც კონტრიბუციაზე ვსაუბრობთ დღეს, საქართველომ ბევრად უფრო მეტი კონტრიბუცია გააკეთა ევრო ატლანტიკურ უსაფრთხოებაში ვიდრე ჩვენ მივიღეთ”,-განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.