რუსი ოკუპანტების ხერსონზე იერიშს ორი ადამიანი ემსხვერპლა

ომი უკრაინაში

რუსი ოკუპანტების იერიშს ხერსონზე ორი ადამიანი ემსხვერპლა. ისინი მანქანაში იმყოფებოდნენ, როდესაც მას დრონი მოხვდა და აფეთქდა. დაშავდა ერთი პირი.

პარალელურად, ცნობილი ხდება, რომ რუსულმა არმიამ კიდევ ორი სოფელი - დონეცკში პრომინი და ზაპოროჟიეში - ვისოკოე დაიკავა. ფრონტის ხაზზე აგრესორმა წინ წაიწია კიდევ რამდენიმე მიმართულებით. ინფორმაციას უკრაინული მონიტორინგის ცენტრი ავრცელებს.