„ეს გარდაუვალია“ - გოგა მანიას უახლესი წინასწარმეტყველება
1764185477
აშშ-ის თავდაცვის მდივის, პიტ ჰეგსეტის განცხადებით, ვაშინგტონში ეროვნული გვარდიის ორი ჯარისკაცის დაჭრის შემდეგ დონალდ ტრამპმა დედაქალაქში დამატებით 500 ჯარისკაცის განლაგება მოითხოვა.
„ეს მოხდა თეთრი სახლიდან რამდენიმე ნაბიჯში და უპასუხოდ არ დარჩება. სწორედ ამიტომ, პრეზიდენტმა ტრამპმა მოითხოვა და მე ვთხოვ არმიის მდივანს, ეროვნულ გვარდიას, რომ ვაშინგტონში ეროვნული გვარდიის დამატებით 500 ჯარისკაცი განალაგოს“, – განაცხადა ჰეგსეტმა.
აშშ-ის თავდაცვის მდივანმა მომხდარი „საძაგელ ქმედებად“ შეაფასა და აღნიშნა, რომ თავდასხმის სამიზნე გახდნენ გმირები, რომლებიც მზად არიან, ემსახურონ ვაშინგტონს.
„ეს მხოლოდ გაამკაცრებს ჩვენს გადაწყვეტილებას. არასოდეს დავიხევთ უკან. დავიცავთ ჩვენს დედაქალაქს, დავიცავთ ჩვენს ქალაქებს“, – აღნიშნა ჰეგსეტმა.