არასოდეს გადაღვაროთ წყალი, რომელშიც კვერცხს მოხარშავთ - ნახეთ მიზეზი
1747243405
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაკან ფიდანი უკრაინასა და რუსეთს მშვიდობის მისაღწევად კომპრომისებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ფიდანმა ანტალიაში, ნატო-ს მინისტერიალის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ფიდანის თქმით, მოლაპარაკებებში დიდი როლი მედიატორებს ეკისრებათ.
„მიზანი ვინაიდან მშვიდობის მიღწევაა, ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ ორივე მხარე გარკვეულ კომპრომისებზე წავიდეს, გადადგას ნაბიჯი ორმხრივი მშვიდობის დამყარებისკენ. სიმართლე გითხრათ, მედიატორებს აქ ძალიან დიდი როლი ეკისრებათ. ჩვენ გავაგრძელებთ ყველა სახის მხარდაჭერას ამ საკითხში, როგორც ამას დასაწყისიდანვე ვაკეთებდით“, – განაცხადა ჰაკან ფიდანმა.
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების საკითხზე ინტენსიური დიპლომატიური ძალისხმევა ხორციელდება, მრავალ მხარეს შორის მიმდინარეობს მოლაპარაკებები როგორც პირისპირ, ისე ტელეფონით.
„ეს ინტენსიური დიპლომატია ხორციელდება ანკარაში, ანტალიასა და სტამბოლში უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად. ვიმედოვნებთ, რომ ეს შედეგებს გამოიღებს“, – აღნიშნა ფიდანმა.