ღაზა იბომბება - ისრაელის მხრიდან საჰაერო თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა

 ღაზა

 ღაზა იბომბება - Reuters-ის ინფორმაციით, ისრაელის მხრიდან საჰაერო თავდასხმის შედეგად, ღაზაში სამი პალესტინელი დაიღუპა, დაშავებულთა რაოდენობა უცნობია. სარაკეტო თავდასხმა იმ ბანაკებთან ახლოს მოხდა, სადაც პალესტინელები თავს აფარებდნენ.

ცახალი იტყობინება, რომ ღაზაში მოკლულია ჰამასის ორი წარმომადგენელი, რომლებიც, სავარაუდოდ, მათზე თავდასხმას გეგმავდნენ, თუმცა ამის დამადასტურებელი ინფორმაცია არ გავრცელებულა.