ცნობილია, ნაძალადევში, ტროტუარზე დაღუპული ქალის ვინაობა
1782983731
გერმანიის პროკურატურის მიერ გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, 2022 წელს რუსეთთან დამაკავშირებელი Nord Stream-ისა და Nord Stream 2-ის გაზსადენების საბოტაჟის უკან უკრაინის სახელმწიფო ხელისუფლება იდგა.
ამავე განცხადების მიხედვით, უკრაინის მოქალაქე სერგეი კ. და მისი ექვსი თანამზრახველი კიევის ბრძანებით მოქმედებდნენ. პროკურატურის ინფორმაციით, საბოტაჟის დროს ოფიციალურად სერგეი კ. „უკრაინის არმიის ოფიცერი“ იყო, მისი თანამზრახველები კი „სამხედრო პერსონალი“ იყვნენ.
„მათ Nord Stream 1-ისა და Nord Stream 2-ის განადგურების ბრძანება მიეცათ ამ მილსადენებით გაზის მიწოდების სრულად შეჩერებისა და რუსეთისთვის ბუნებრივი აირის ვაჭრობიდან მიღებული შემოსავლების სამხედრო მოქმედებების დასაფინანსებლად გამოყენების შესაძლებლობის ჩამორთმევის მიზნით“, – ნათქვამია განცხადებაში.
ბრალდებებში აღნიშნულია, რომ მამაკაცს ბრალი ედება სამოქალაქო ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმაში, რაც საერთაშორისო სამართლის მიხედვით ომის დანაშაულს წარმოადგენს, ასევე ასაფეთქებელი ნივთიერებით აფეთქების გამოწვევასა და საინჟინრო ნაგებობის განადგურებაში.
„დოიჩე ველეს“ ცნობით, ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამ საქმეში მთავარი ეჭვმიტანილი, სერგეი კ., ბრალდებებს უარყოფს. იგი იტალიაში 2025 წლის ზაფხულში დააკავეს, მოგვიანებით გერმანიაში გადაიყვანეს და ამჟამად ჰამბურგში წინასწარი პატიმრობის ქვეშ იმყოფება. პირველ ივლისს გერმანიის ფედერალურმა პროკურატურამ მას სამოქალაქო ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმის გამო ბრალი წაუყენა.
ცნობისთვის, ბალტიის ზღვაში რუსეთიდან გერმანიაში გამავალი Nord Stream-ისა და Nord Stream 2-ის გაზსადენების ოთხი ხაზიდან სამი 2022 წლის სექტემბრის ბოლოს აფეთქდა. იმ დროს გაზის ტრანსპორტირებას არცერთი მათგანი არ ახორციელებდა. გაზსადენებზე აფეთქებებზე პასუხისმგებლობა არავის აუღია. რუსმა ოფიციალურმა პირებმა მაშინ განაცხადეს, რომ ისინი ეჭვობდნენ საქმეში აშშ-სა და დიდ ბრიტანეთს მონაწილეობას.