ლუკა კურტანიძის განაჩენი ცნობილია
1764953690
გერმანიაში სკოლის მოსწავლეებმა სამხედრო სამსახურის ახალი კანონის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართეს.
დემონსტრაციები გერმანიის, დაახლოებით, 90 ქალაქში გაიმართა. ბერლინის პოლიციის მონაცემებით, დილით ბერლინში დაახლოებით 800 ადამიანი შეიკრიბა, ხოლო დღის ბოლოს გერმანიის დედაქალაქში რამდენიმე ათასი დემონსტრანტი იყო.
ამასთან, გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა სკოლის მოსწავლეებს მიმართა.
„თითოეულ ადამიანს შეუძლია ყველაფრის გაპროტესტება. გამოხატვის თავისუფლება ჩვენი დემოკრატიის ერთ-ერთი მთავარი მიღწევაა. ჩვენი მთელი ცხოვრების წესი საჩუქარია, მაგრამ საჩუქარი, რომელსაც ყოველდღე უნდა ვიცავდეთ. თუ გინდათ, ასევე იცხოვროთ მომავალშიც, მაშინ უნდა იყოთ მზად, ამისთვის იბრძოლოთ. ვერც დემოკრატია და ვერც სახელმწიფო ვერ დაიცავს თავს თვითონ. ეს უნდა გააკეთონ ადამიანებმა, ისევე როგორც წარსულში აკეთებდნენ“, – აღნიშნა პისტორიუსმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში.
ცნობისთვის, გერმანიის ბუნდესტაგმა სამხედრო სამსახურის ახალი კანონი დაამტკიცა. რეფორმა შეიარაღებული ძალების რაოდენობის გაზრდას და ნატო-ს ფარგლებში დასახული მიზნების მიღწევას ითვალისწინებს. რეფორმის მიზანია 2035 წლისთვის ქვეყნის არმიაში აქტიური სამხედრო მოსამსახურეების რაოდენობის 80 000-ით გაზრდა, რათა მათმა რიცხვმა 260 000 შეადგინოს. რეზერვისტების რაოდენობა კი 200 000 უნდა იყოს. რეფორმის ფარგლებში 2008 წლის პირველი იანვრის შემდეგ დაბადებული ყველა მამაკაცი გაივლის სამედიცინო შემოწმებას.
ლუკა კურტანიძის განაჩენი ცნობილია
1764953690
გელა ბარკალაია მიმართვას ავრცელებს
1764877955
ხანძარი რუსთავში - არის მსხვერპლი
1764952194