გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადის“ აფეთქებაში კიდევ ერთი ეჭვმიტანილი, უკრაინის მოქალაქე დააკავეს

აფეთქებაში კიდევ ერთი ეჭვმიტანილი, უკრაინის მოქალაქე დააკავეს

„ჩრდილოეთის ნაკადის“ აფეთქებაში კიდევ ერთი ეჭვმიტანილი ხორვატიაში დააკავეს. დაკავებული უკრაინის მოქალაქეა. ინფორმაციას ამის შესახებ გერმანული მედია ავრცელებს.

გერმანიის ფედერალურმა პროკურატურამ კიდევ ერთი ეჭვმიტანილის დაკავების შესახებ განაცხადა, რომელიც 2022 წლის სექტემბერში ბალტიის ზღვაში გაზსადენების „ჩრდილოეთის ნაკადი“ და „ჩრდილოეთის ნაკადი-2“ დაზიანების გამომწვევ აფეთქებებთან არის დაკავშირებული.

უწყების ცნობით, დაკავებული უკრაინის მოქალაქე ვლადიმირ ზ.-ია. ის ხორვატიაში, ქალაქ პულაში, ადგილობრივმა პოლიციამ ევროპული ორდერის საფუძველზე დააკავა.

ცნობისთვის, ამ საქმეში პირველ ფიგურანტს, უკრაინის მოქალაქე სერგეი კუზნეცოვს, რომელსაც ბრალად ედება ორი რუსული გაზსადენის ოთხი მილიდან სამის აფეთქებაში მონაწილეობა, გერმანიაში უკვე წაუყენეს ბრალი. ის 2025 წლის ზაფხულში იტალიაში დააკავეს. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქმეში სულ შვიდი ეჭვმიტანილია.

გერმანელი სამართალდამცველები მიიჩნევენ, რომ ამ დივერსიების ორგანიზებაში უკრაინის სახელმწიფოა ჩართული.