გურამ დადიანიძის ფეისბუქზე გამოქვეყნებული პოსტის შემდეგ, სოფო ბიბილაშვილი შვილს მიმართავს
1787118671
პოლიციამ თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით სხვადასხვა დროს ხუთი პირი დააკავა, მათ შორის, სამი უცხო ქვეყნის მოქალაქეა.
სამართალდამცველებმა, ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ასევე, სხვადასხვა ადგილიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები – „მარიხუანა“ და „ალფა პვპ“.
ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციის მიერ ასევე ამოღებულია ერთ-ერთი დაკავებულის მიერ გაყიდული ნარკოტიკი.
სამართალდამცველებმა ასევე ამოიღეს ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე ტერცია და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.