გარდაიცვალა მომღერალი, ქეთ ჯენისი რომელმაც სიმღერა 7 წლის შვილს დაუტოვა და მთელი სოციალურ ქსელი მოიცვა

cat

31 წლის ასაკში სარკომით დაავადებული მომღერალი და კომპოზიტორი, TikTok-ზე ვირუსულად გავრცელებული სიმღერის ავტორი, ქეთ ჯენისი გარდაიცვალა.

მომღერალმა, რომლის რეალური სახელი და გვარი კეტრინ იფსანი იყო, მუსიკის წერა მოზარდობაში დაიწყო, თუმცა პოპულარობა სამკურნალოდ ჰოსპისში გადასვლის შემდეგ, 19 იანვარს გამოქვეყნებულმა პოპ-ტრეკმა, Dance You Outta My Head მოუპოვა.

სიმღერა TikTok-ზე ვირუსულად გავრცელდა მას შემდეგ, რაც ჯენისმა პლატფორმაზე საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ისაუბრა და მიმდევრებს მოუწოდა, მისი 7 წლის შვილის, ლორენის მხარდასაჭერად სიმღერა თავიანთი მოკლე ვიდეოების „საუნდტრეკად“ გამოეყენებინათ.

"ვტოვებ ამ სიმღერას ჩემი შვილისთვის". - დაწერა ჯენისმა სოციალურ ქსელში, მოგვიანებით კი გაავრცელა ინფორმაცია, რომ პოპ-ტრეკზე საავტორო უფლებები შეცვალა იმისთვის, რომ სიმღერით მიღებული შემოსავალი მთლიანად ლორენს დარჩენოდა.

ასევე დაგაინტერესებთ:

სენსაციური მიღწევა მედიცინაში და ჩანაწერები გოგა მანიას წინასწარმეტყველებიდან

ცხედარი ისე იყო დამწვარი, სტომატოლოგიური ჩანაწერები გახდა საჭირო - Playboy-ის მოდელის ბურუსით მოცული საქმე