1758188657
გაფართოების საკითხებში ევროკომისარი მარტა კოსი აზერბაიჯანში ჩავიდა

ევროკავშირის გაფართოების საკითხებში კომისარი, მარტა კოსი აზერბაიჯანში ჩავიდა. აზერბაიჯანული მედიის თანახმად, მარტა კოსი ქალაქ აღდამში მიემგზავრება, სადაც განაღმვითი სამუშაოების შესახებ ინფორმაციას მიიღებს.
ამავდროულად, მარტა კოსს მიეწოდება ინფორმაცია ყარაბაღში მიმდინარე აღდგენითი სამუშაოების შესახებ.
აზერბაიჯანული მედიის შეფასებით, ევროკომისრის ვიზიტი სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო პროცესის კრიტიკულ მომენტში იმართება და ევროკავშირის რეგიონთაშორისი ურთიერთობების დღის წესრიგის წარდგენის შესაძლებლობას მისცემს.
გარდა ამისა, მარტა კოსი აზერბაიჯანის ხელისუფლებასთან განიხილავს საერთო სტრატეგიულ ინტერესებს, მათ შორის ენერგეტიკულ და ტრანსპორტის საკითხებს.
მარტა კოსი მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან, საგარეო საქმეთა მინისტრ ჯეიჰუნ ბაირამოვთან და ეკონომიკის მინისტრ მიკაილ ჯაბაროვთან.