გაფართოება დამსახურებაზე დაფუძნებულ პროცესად უნდა დარჩეს, მაგრამ არსებულ ვითარებაში ტემპის დაჩქარება გვჭირდება. გაფართოება რუსული იმპერიალიზმის ანტიდოტია - კაია კალასი

კაია კალასი

 კაია კალასი რუსეთზე წნეხისთვის ევროკავშირის გაფართოების დაჩქარებას ითხოვს. ევროკავშირის უმაღლესი კომისარი აცხადებს, რომ გაფართოება რუსული იმპერიალიზმის ანტიდოტია.

„გაფართოება დამსახურებაზე დაფუძნებულ პროცესად უნდა დარჩეს, მაგრამ არსებულ ვითარებაში ტემპის დაჩქარება გვჭირდება. გაფართოება რუსული იმპერიალიზმის ანტიდოტი და იმის ნიშანია, რომ ისტორიაში ყველაზე ამბიციური მულტილატერალური პროექტი, ევროკავშირი არსებობას განაგრძობს. გაფართოება ევროკავშირის ყველაზე წარმატებული საგარეო პოლიტიკაა. ეს სტაბილურობის, მშვიდობისა და კეთილდღეობის საზღვრებს აფართოებს“, - განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში.