გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტრო რუსული სამხედრო ხომალდის მიერ ლა-მანშის სრუტეში გამაფრთხილებელი ცეცხლის გახსნის შემთხვევას იძიებს

რუსული სამხედრო ხომალდი

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტრო რუსული სამხედრო ხომალდის მიერ ლა-მანშის სრუტეში გამაფრთხილებელი ცეცხლის გახსნის შემთხვევას იძიებს.

ინციდენტი რომელშიც რუსული ფრეგატი ადმირალ გრიგოროვიჩი აღმოჩნდა ჩართული, დღეს ადგილობრივი დროით 11:40 საათისთვის ბრიტანეთში რეგისტრირებული იახტის სიახლოვეს დაფიქსირდა,  კუნძულ უაითსა და ნორმანდიას შორის.

ამ დროისთვის უცნობია, ვის გასაფრთხილებლად იქნა ცეცხლი გახსნილი.

უწყების ცნობით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა და არც იახტა დაზიანებულა.