პოლონეთში ნაგავსაყრელზე ათასობით ევროს ღირებულების ბრილიანტის სამკაულები იპოვეს
1774371076
გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტერეშმა ისრაელსა და აშშ-ს ირანში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
„ეს ყველაფერი მეტისმეტად შორს წავიდა... სამყარო ფართომასშტაბური ომის საფრთხის წინაშე დგას“, - განუცხადა გუტერეშმა ჟურნალისტებს პრესკონფერენციაზე.
„ჩემი გზავნილი აშშ-სა და ისრაელის მიმართ არის ის, რომ დადგა დრო ომი დასრულდეს... რადგან ადამიანთა ტანჯვა ღრმავდება, სამოქალაქო მსხვერპლი იზრდება, ხოლო გლობალური ეკონომიკური გავლენა სულ უფრო დამანგრეველი ხდება“, - აღნიშნა მან.
გუტერეშმა ასევე მოითხოვა ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის ლიბანში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტა