გაეროს განადგურება თუ გსურთ, მაშინ მის გენერალურ მდივნად ორბანი დანიშნეთ, მისი არჩევის ერთადერთი მიზეზი სწორედ ეს შეიძლება იყოს - პეტერ მადიარი

პეტერ მადიარი

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, პეტერ მადიარმა განაცხადა, რომ მისი წინამორბედის, ვიქტორ ორბანის გაერო-ს გენერალურ მდივნად დანიშვნა ორგანიზაციის დასასრულს მოასწავებდა. ინფორმაციას „ბლუმბერგი“ ავრცელებს.

„გაერო-ს შესახებ ბევრი ცუდი რამის თქმა შეიძლება, მაგრამ არ მგონია, ვინმეს მისი გაუქმება სურდეს. თუ გაერო-ს განადგურება გსურთ, მაშინ ორბანი დანიშნეთ. მისი არჩევის ერთადერთი მიზეზი სწორედ ეს შეიძლება იყოს“, – განაცხადა მადიარმა.

მადიარის თქმით, გაერო-ს ხელმძღვანელი არ უნდა გახდეს ადამიანი, რომელმაც „საკუთარი ქვეყანა გაძარცვა და უნგრეთი ევროპის ერთ-ერთ ყველაზე ღარიბ და კორუმპირებულ ქვეყნად აქცია“.

ცნობისთვის, მანამდე „უოლ სთრით ჯორნალმა“ წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ის ადმინისტრაცია გაერო-ს გენერალური მდივნის თანამდებობაზე ვიქტორ ორბანის კანდიდატურას უჭერს მხარს. გამოცემის ცნობით, მის კანდიდატურას რუსეთი და ჩინეთიც ემხრობიან.

✕