FT: აშშ უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე სამიზნეების განადგურებაში უკვე რამდენიმე თვეა, ეხმარება

ომი

 შეერთებული შტატები უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე სამიზნეების განადგურებაში უკვე რამდენიმე თვეა, ეხმარება. ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, უკრაინამ შორ მანძილზე დარტყმებისთვის სამიზნეები შეარჩია, ვაშინგტონმა კი კიევს ამ ობიექტების შესახებ სადაზვერვო ინფორმაცია მიაწოდა.

სტატიაში ნათქვამია, რომ შეერთებული შტატების დახმარების მიზანია, რუსეთის ეკონომიკა დასუსტდეს და პუტინი იძულებული გახდეს, მოლაპარაკების მაგიდას მიუჯდეს.