ფრიდრიხ მერცი: ესპანეთს სურს და ვალდებულია, რაც შეიძლება სწრაფად აღადგინოს კონტროლი სეუტაში შექმნილ ვითარებაზე

ფრიდრიხ მერცი პიტერ მაგიარს

ბერლინი ესპანეთისგან ელის, რომ ის ევროკავშირის გარე საზღვრების დაცვის ვალდებულებას შეასრულებს არალეგალურ მიგრაციასთან საბრძოლველად. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა მას შემდეგ განაცხადა, რაც დღე-ღამის განმავლობაში 60 000-მდე მიგრანტი შეიჭრა ესპანეთის ავტონომიურ ქალაქ სეუტაში.

„ესპანეთს სურს და ვალდებულია, რაც შეიძლება სწრაფად აღადგინოს კონტროლი სეუტაში შექმნილ ვითარებაზე. ამიტომ, მივესალმები ესპანეთის განზრახვას, არ დაუშვას არალეგალი მიგრანტების გადასვლა ევროპის კონტინენტზე“, - აღნიშნა მერცმა და დასძინა, რომ მუდმივ კონტაქტზეა მადრიდის მთავრობასთან.

„მაროკოსგან კი ველოდებით, რომ ის დაუყოვნებლივ მიიღებს უკან არალეგალ მიგრანტებს“, - გაუსვა ხაზი მან.