კერძები, რომელიც საახალწლო სუფრაზე არ უნდა დადოთ
1766262701
ჟურნალ Forbes-ის შეფასებით, Tesla-სა და SpaceX-ის მფლობელის, ილონ მასკის ქონებამ 700 მილიარდ დოლარს გადააჭარბა.
სულ რაღაც 5 დღის წინ, Forbes-ი მასკის ქონებას 677 მილიარდად აფასებდა და მას ისტორიაში პირველი ადამიანი უწოდა, რომლის ქონებამაც 600 მილიარდს გადააჭარბა. ამ მომენტისთვის ბიზნესმენის ქონება ზუსტად 749 მილიარდ დოლარად ფასდება. მასკის სიმდიდრის მკვეთრი მატება ჟურნალის დათვლის მეთოდის ცვლილებას უკავშირდება და არა მასკის ქონების რეალურ ზრდას.
წინა დღეს დელავერის შტატის უზენაესმა სასამართლომ გააუქმა ქვედა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც ბათილად ცნო მასკისთვის 2018 წელს კომპანიის დირექტორთა საბჭოს მიერ მინიჭებული Tesla-ს აქციების ოფციონების პაკეტი. ამჟამად მათი ღირებულება 139 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.
სასამართლო დავების პერიოდში, Forbes მასკის ქონების გაანგარიშებისას ამ ოფციონების ღირებულების მხოლოდ 50%-ს ითვალისწინებდა, ახლა კი ის სრულად დაითვალა.