1794323832
ფიცომ მერცი „შანტაჟში“ დაადანაშაულა უკრაინის დაფინანსების უზრუნველყოფის მიზნით ევროკავშირისთვის წამოყენებული ულტიმატუმის გამო
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ გერმანიის კანცლერი, ფრიდრიჰ მერცი „შანტაჟში“ დაადანაშაულა.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მერცმა მუქარა გამოთქვა, რომ დაბლოკავს ევროკავშირის მომდევნო შვიდწლიან ბიუჯეტს, თუ ყველა წევრი სახელმწიფო არ აიღებს ვალდებულებას, ფინანსურად დაუჭიროს მხარი უკრაინას 2027 წელს და შემდგომ პერიოდშიც.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტისთვის გაგზავნილ წერილში, რომელსაც რამდენიმე მედიასაშუალება გაეცნო, მერცმა ევროკავშირის 2028-2034 წლების ბიუჯეტისთვის გერმანიის მხარდაჭერა ბლოკის ყველა ქვეყნის თანხმობას მიაბა. საუბარია უკრაინის დაფინანსებაზე, რომელიც მომავალ წელს 70 მილიარდი ევროს ოდენობის ფინანსურ დეფიციტს აწყდება.
„ჩვენ უნდა ვუპასუხოთ შანტაჟს. ჩვენ ზუსტად ისეთივე ვეტოს უფლება გვაქვს, როგორიც გერმანიის ფედერალურ კანცლერს“, - აღნიშნა სლოვაკეთის მთავრობის მეთაურმა.








