„თუ გაქვთ სახლში რკინის ტაფები, ყველა გადაყარეთ” – ექიმ მარინე ძაგნიძის ვიდეომიმართვა
1778706597
ფილიპინების სენატის შენობაშიც, სადაც პოლიტიკოსი რონალდ დელა როსა იმალება, სროლის ხმა გაისმა. დელა როსას მიმართ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დაკავების ორდერია გაცემული.
სააგენტო Reuters-ი წერს, რომ ინციდენტის შედეგად, წინასწარი მონაცემებით, არავინ დაშავებულა. სენატის მდივნის, მარკ ლანდრო მენდოსას განცხადებით, ხელისუფლება მომხდარს ჯერ კიდევ აფასებს. მან აღნიშნა, რომ სენატის შენობაში შევიდა შინაგან საქმეთა და ადგილობრივი თვითმმართველობის მინისტრი ხუანიტო რემულა, რომელსაც ადგილობრივი ჟურნალისტები დახვდნენ.
მენდოსას დაცვის თანამშრომლის თქმით, გასროლა იყო გამაფრთხილებელი და „ტერიტორიის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“ განხორციელდა.
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო რონალდ დელა როსას, რომელიც ასევე ცნობილია ზედმეტსახელით „ბატო“, კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულებში ადანაშაულებს. საქმე ეხება ყოფილი პრეზიდენტის, როდრიგო დუტერტეს მმართველობის დროს ჩატარებულ ანტინარკოტიკულ კამპანიას.