ფაშინიანი ისრაელის მიერ სომეხთა გენოციდის აღიარებაზე: ვერ ვხედავთ რეაგირების საჭიროებას, რადგან მიგვაჩნია, რომ სომეხთა გენოციდის იარაღად ქცევის თემაში მონაწილეობის არმიღება სომხეთის ინტერესებიდან გამომდინარეობს

ნიკოლ ფაშინიანი

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ვერ ხედავს საჭიროებას, ისრაელის მიერ სომეხთა გენოციდის აღიარებას რაიმე რეაქცია მოჰყვეს.

როგორც „არმენპრესი“ იუწყება, ნიკოლ ფაშინიანი ამ თემას პარტია „სამოქალაქო შეთანხმების“ გამგეობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან ბრიფინგზე შეეხო.

„ჩვენ ვერ ვხედავთ რეაგირების საჭიროებას, რადგან მიგვაჩნია, რომ სომეხთა გენოციდის იარაღად ქცევის თემაში მონაწილეობის არმიღება სომხეთის ინტერესებიდან გამომდინარეობს“, - აღნიშნა ფაშინიანმა.

28 ივნისს ისრაელის მთავრობამ ერთხმად დაამტკიცა საგარეო საქმეთა მინისტრ გიდეონ საარის მიერ წარდგენილი პროექტი სომეხთა გენოციდის ოფიციალური აღიარების შესახებ.