Facebook-ზე ათასობით მომხმარებელს საკუთარ ანაგარიშებთან წვდომა დროებით დაებლოკათ

Facebook

ათასობით მომხმარებელს Facebook-ის ვებგვერდზე (დესკტოპ ვერსიაზე) საკუთარ ანგარიშებთან წვდომა დაებლოკა. ამ ხარვეზის შესახებ პირველი შეტყობინებები კვირას გაჩნდა. ამასთან, სოციალური ქსელის მობილური აპლიკაცია ჩვეულ რეჟიმში მუშაობდა.

პრობლემა მომხმარებლებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით შეეხო. პლატფორმა Down Detector-ზე 2000-ზე მეტი საჩივარი დაფიქსირდა. მომხმარებელი საკუთარ უკმაყოფილებას ინტერნეტის სხვადასხვა პლატფორმაზეც გამოხატავს.