„მე გაძლევთ დავალებას...“ - პატრიარქის მიმართვა ვრცელდება
1756927524
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიები მზად არის და „მსურველთა კოალიცია“ მას ოფიციალურად დაამტკიცებს.
აღნიშნული განცხადება მაკრონმა პარიზში, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
„ჩვენ, როგორც ევროპელები მზად ვართ, შევთავაზოთ უსაფრთხოების გარანტიები უკრაინასა და უკრაინელ ხალხს იმ დღეს, როდესაც სამშვიდობო შეთანხმება გაფორმდება. ეს არის ვალდებულება, რომელიც ვაშინგტონში ავიღეთ. მოსამზადებელი სამუშაო დასრულდა, ახლა ის პოლიტიკურ დონეზე დამტკიცდება და საშუალებას მოგვცემს, ამ შეხვედრებისა და მოლაპარაკების შემდეგ, ხვალ მტკიცედ განვაცხადოთ, რომ მზად ვართ უკრაინისა და ევროპელებისთვის მყარი, ხანგრძლივი მშვიდობისთვის“, – აღნიშნა მაკრონმა.
ცნობისთვის, ემაენუელ მაკრონმა ელისეის სასახლეში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის უმასპინძლა, ხვალ კი „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრა საფრანგეთის პრეზიდენტის მოწვევით გაიმართება. მასში მონაწილეობას მიიღებენ გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი, NATO-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე და ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი.