1769284719
ევროკავშირში რუსი დიპლომატებისთვის დაწესებული შეზღუდვები ძალაში შევიდა
ევროკავშირის ქვეყნებში ძალაში შევიდა რუსი დიპლომატებისთვის დაწესებული შეზღუდვები.
ახალი რეგულაცია მათ ავალდებულებს, აკრედიტებული ქვეყნიდან შენგენის ზონის ფარგლებში გადაადგილების შემთხვევაში, ხელისუფლებას დაგეგმილი მგზავრობის შესახებ წინასწარ, 24 საათით ადრე აცნობონ. ასევე ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, რომელშიც რუსი დიპლომატები საქმიანობენ, უფლება აქვთ, მოითხოვონ დამატებითი დოკუმენტაცია.











