1769284719
დასახელდა შაქრის მაქსიმალური დოზა ქალებისთვის და მამაკაცებისთვის - ექიმის განმარტება
ექიმი ნუტრიციოლოგი მარი მალაზონია გადაცემაში „პირადი ექიმი მარი მალაზონია“ შაქრის დღიურ, უსაფრთხო დოზაზე საუბრობს.
როგორც ექიმი ამბობს, ამერიკის გულის ასოციაციის რეკომენდაციის მიხედვით, შაქრის დღიური მაქსიმალური დოზა ქალებსა და მამაკაცებში განსხვავებულია.
ქალებისთვის - არაუმეტეს 6 ჩაის კოვზი;
მამაკაცებისთვის - არაუმეტეს 9 ჩაის კოვზი.
როგორც ექიმი განმარტავს, აღნიშნული რაოდენობა მოიცავს არა მხოლოდ ფხვნილის სახით არსებულ შაქარს, არამედ, საკვებსა და სასმელში უკვე არსებულ რაოდენობასაც.










