რუსეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა
1748551643
ევროკავშირის საბჭომ მიიღო სამართლებრივი აქტები, რომლებიც აუქმებს სირიის წინააღმდეგ მიღებულ ყველა ეკონომიკურ სანქციას, გარდა იმ ზომებისა, რომლებიც უსაფრთხოების მოსაზრებებით რჩება ძალაში.
ამგვარად, ევროკავშირმა მოახდინა 2025 წლის 20 მაისს გამოცხადებული პოლიტიკური გადაწყვეტილების ფორმალიზება, რათა „მხარი დაუჭიროს სირიელ ხალხს ქვეყნის გაერთიანების პროცესში და ინკლუზიური, პლურალისტური და მშვიდობიანი სირიის აღდგენაში“.
ამ მიდგომის ფარგლებში, ევროკავშირის საბჭომ სანქცირებულთა სიიდან ამოიღო 24 სირიული კომპანია და ორგანიზაცია, მათ შორის სირიის ცენტრალური ბანკი, სხვა ბანკები, ასევე კომპანიები, რომლებიც მუშაობენ ეკონომიკის სტრატეგიულად მნიშვნელოვან სექტორებში - ნავთობისა და გაზის მოპოვება, ნავთობგადამუშავება, ბამბის მრეწველობა და ტელეკომუნიკაციები.
ამავდროულად, ევროკავშირმა ძალაში დატოვა ინდივიდუალური სანქციები ბაშარ ასადის რეჟიმთან დაკავშირებული ფიზიკური პირებისა და სტრუქტურების წინააღმდეგ და გაახანგრძლივა მათი მოქმედების ვადა 2026 წლის 1 ივნისამდე.
რუსეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა
1748551643