ევროკავშირის ლიდერები ვლადიმერ პუტინთან შესაძლო მოლაპარაკებებისთვის ემზადებიან – Financial Times

პუტინი

 ევროკავშირის ლიდერები ვლადიმერ პუტინთან შესაძლო მოლაპარაკებებისთვის ემზადებიან, – ამის შესახებ ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ევროკავშირს "აქვს პოტენციალი" პუტინთან მოლაპარაკებებისთვის და ამ დიალოგს მხარს უჭერს უკრაინის პრეზიდენტი. სტატიის მიხედვით, ანტონიუ კოშტა ესაუბრება ევროკავშირის 27 ქვეყნის ლიდერს, რათა იპოვონ საუკეთესო გზა რუსეთთან ეფექტური განხილვისთვის.

როგორც გამოცემა წერს, კოშტასთან აღნიშნული საკითხის განხილვა დაადასტურეს ზელენსკის ოფისშიც, თუმცა მოსკოვი ამ ეტაპზე არ ავლენს მზადყოფნას ეფექტური დიალოგისთვის.