ამინდი მკვეთრად იცვლება - განახლებული პროგნოზი
1747741125
ესპანეთში მობილური სატელეფონო კავშირისა და ინტერნეტის მასშტაბური გათიშვა ფიქსირდება. ინფორმაციას The Telegraph-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ქვეყნის მასშტაბით არ მუშაობს არცერთი მობილური ოპერატორი. მობილური ქსელების მომხმარებლები ვერ რეკავენ და ვერ აგზავნიან მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს, ვერ უკავშირდებიან სოციალურ ქსელებს. ადგილობრივი მედიის ცნობით, მასშტაბური გათიშვა ქსელის რეორგანიზაციამ გამოიწვია.
მოგვიანებით სააგენტო Reuters-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ესპანეთის სატელეკომუნიკაციო კომპანია Telefonica-მ ქვეყნის მასშტაბით მუშაობა განაახლა.