ესპანეთის პრემიერი: ესპანეთმა არ აღიარა მადუროს რეჟიმი - თუმცა, ის ასევე არ აღიარებს ინტერვენციას, რომელიც არღვევს საერთაშორისო სამართალს

პედრო სანჩესი

ესპანეთმა არ აღიარა მადუროს რეჟიმი - თუმცა, ის ასევე არ აღიარებს ინტერვენციას, რომელიც არღვევს საერთაშორისო სამართალს და რეგიონს გაურკვევლობისა და მილიტარიზმის ჰორიზონტისკენ უბიძგებს, - განაცხადა ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა.

„ჩვენ მოვუწოდებთ ყველა აქტორს, იფიქრონ სამოქალაქო მოსახლეობაზე, პატივი სცენ გაეროს წესდებას და უზრუნველყონ სამართლიანი, დიალოგზე დაფუძნებული გარდამავალი პროცესი“, - დასძინა ესპანეთის მთავრობის მეთაურმა.