ესპანეთის პრემიერი: აშშ-მა და ისრაელმა ძირი გამოუთხარეს საერთაშორისო სამართალს

პედრო სანჩესი

ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა ესპანეთის კონგრესისადმი მიმართვისას გააკრიტიკა აშშ და ისრაელის მიმდინარე სამხედრო მოქმედებები ირანის წინააღმდეგ და ეს თავდასხმები „უსამართლო და უკანონო ომის“ ნაწილად შეაფასა.

სანჩესმა, რომელიც დიდი ხანია ომის აქტიური მოწინააღმდეგეა, განაცხადა, რომ აშშ-მა და ისრაელმა „ძირი გამოუთხარეს საერთაშორისო სამართალს, მოახდინეს ახლო აღმოსავლეთის დესტაბილიზაცია და კვლავ გააღვივეს კონფლიქტები ერაყსა და ლიბანში“.

ესპანეთის ლიდერმა დამატებით აღნიშნა, რომ აშშ-მა და ისრაელმა „დაუცველობა მოუტანეს ყურის ქვეყნებს“, რომლებიც, მისი თქმით, სწრაფად გახდნენ მოწყვლადნი დონალდ ტრამპისა და ბენიამინ ნეთანიაჰუს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გამო.

სანჩესმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთი ფინანსურ სარგებელს იღებს „საწვავზე ფასების ზრდისა და იმ სანქციების მოხსნის წყალობით, რაც ასევე აშშ-ის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებებმა გამოიწვია“.