როგორი იქნება სამყაროსთვის 2026 წელი, ვანგას წინასწარმეტყველების მიხედვით
1768939222
დანიის მიერ გრენლანდიაში 58 სამხედროს გაგზავნას ეხმაურება ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი. დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ კუნძულზე გადასროლილი "რამდენიმე" ჯარისკაცი სამხედრო ძალას არ წარმოადგენს.
ტრამპი იმეორებს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს დანიის ფლობა სჭირდება.
"ეს არ იყო სამხედრო ძალა, მათ იქ რამდენიმე ადამიანი გაგზავნეს და ამბობენ, რომ ისინი ჩემ გამო კი არა, რუსეთისგან თავდაცვის მიზნით გააგზავნეს. თუმცა, NATO უკვე დაახლოებით 25 წელია — დანიას აფრთხილებს რუსული და არა მხოლოდ რუსული, ჩინური საფრთხის შესახებ. დანიელები მშვენიერი ხალხია და მე მათ ლიდერებსაც ვიცნობ, თუმცა ისინი იქ საერთოდ არ ჩადიან და მხოლოდ იმიტომ, რომ 500 წლის წინ იქ ერთი გემი მივიდა და შემდეგ იქიდან წავიდა, ეს მათ საკუთრების უფლებას არ აძლევს. NATO-თვის მე უფრო მეტი გავაკეთე, ვიდრე ამერიკის ნებისმიერმა სხვა პრეზიდენტმა. ჩემი აზრით, NATO დღეს საერთოდაც აღარ იარსებებდა. ვნახოთ, თუ რა მოხდება, თუმცა გრენლანდია ძალიან მნიშვნელოვანია", - განაცხადა დონალდ ტრამპმა.
შეგახსენებთ, რომ ვაშინგტონთან გრენლანდიის საკითხზე არსებული დაძაბულობის ფონზე, დანიამ კუნძულზე სამხედროები და არმიის შტაბის უფროსი გაგზავნა. ქვეყნის საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, სულ გრენლანდიის დასავლეთით მდებარე ქალაქ კან-გერ-ლუს-უაკის აეროპორტში 58 ჯარისკაცი გადაისროლეს. ისინი კუნძულზე დისლოცირებულ 60-მდე სამხედროს შეუერთდებიან.