აშშ-მა და ჩინეთმა „ტიკტოკთან“ დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიეს
1761838530
სკოტების ოჯახისთვის 18 დეკემბერი მნიშვნელოვანი დღეა - კესიდისა და დილანს, რომლებიც ერთსა და იმავე დღეს არიან დაბადებულები, შვილიც თავიანთ დაბადების დღეზე შეეძინათ. იმ კლინიკის მონაცემების მიხედვით, რომელშიც ბავშვი დაიბადა, შანსი იმის, რომ შვილიც მშობლების დაბადების დღეზე გაჩნდეს 133 ათასში ერთია.
წყვილს ჩვილი გოგო ღამის პირველის ნახევარზე 2022 წლის 18 დეკემბერს შეეძინა და ლენონი დაარქვა.

მიუხედავად იმისა, რომ ასეთი დამთხვევები ძალიან იშვიათია, სკოტების ოჯახი პირველი არ ყოფილია მსგავს სიტუაციაში. 2017 წელს სხვა წყვილსაც, ლუკ და ჰილარი გარდნერებს, რომლებსაც ერთსა და იმავე დღეს ჰქონდათ დაბადების დღე, შეეძინა შვილი თავიანთ დაბადების დღეზე. უფრო მეტიც, ეს დღე, რაღაც სასწაული დამთხვევის წყალობით, მაშინაც 18 დეკემბერი აღმოჩნდა.